LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგლა აგულაშვილი განმარტავს, რატომ უკავია საქართველოს 111-ე ადგილი გარემოს დაცვის კუთხით რეიტინგებში

87

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი განმარტავს, რატომ უკავია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში 111-ე ადგილი გარემოს დაცვის კუთხით.

მისი განმარტებით, იელის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის ფარგლებში, საქრთველოს 9 ინდიკატორიდან გაუმჯობესება აქვს 7 ინდიკატორში.

მინისტრის განმარტებით, ჰაერის ხარისხის მონაცემების ინდიკატორში –  წინა ანგარიშში, საქართველოს ჰქონდა 75 ქულა და დღეს კი გაუმჯობესებაა და 79 ქულა აქვს. ტყის დაფარული ფართობებზე ცვლილებების მხრივ საქართველომ 84 ქულიდან 100 ქულამდე ავიდა. წყალი და სანიტარიის ინდიკატორებში – 64 ქულიდან 79 ქულა. ბიომრავალფეროვნების ინდიკატორში – 29 ქულიდან 70 ქულა. კლიმატი და ენერგეტიკა 45-დან 51 ქულა. გადამეტებული თევზჭერის ინდიკატორი – 0-დან 31 ქუყლა. სოფლის მეურნეობის ინდიკატორეი – 58 ქულიდან 98.

აგულაშვილის თქმით, რეიტინგზე ყველაზე ცუდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინდიკატორში საქართველოს უწერია 0 ქულა, რაც მისივე თქმით, გამოცემის ავტორთა ინფორმაციის არქონაზე მიუთითებდეს.

„მნიშვნელოვანი უკანდახევა ამ რეიტინგის მიხედვით გაქვს ჩამდინარე წყლების გაწმენდის მაჩვენებლში, სადაც რეიტინგში 155-ე ადგილი გვიკავია და ეს უკან გვწევს. დღეს არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, და ბუნებრივია ეს შემდეგ აისახება ინდიკატორების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ზოგადად იმის გამო, რომ მხოლოდ პოლიტიკას განვსაზღვრავთ, თვალს ვადევნებთ ამ პროცესს“ – განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, ჯამში, რა დაფინანსებაც არსებობს გარემოსდაცვითი მიმართულებით, ამის გათვალისწინებით, საქართველოს ცუდი შედეგები არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები