LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გილოცავ, ბი” – ჯენიფერ ლოპესმა ბიონსეს ,,ინოვატორის ჯილდოს” მიღება მიულოცა

172
Untitled

წლევანდელ iHeartRadio Music Awards-ზე, ბიონსემ სპეციალური პრემია – ,,ინოვატორის ჯილდო” მიიღო. პრესტიჟული ჰონორი პოპულარულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, პირველად – 2014 წელს გაიცა.

iHeartRadio Innovator Award-ის ამჟამინდელი რეციპიენტები ასევე არიან: ფარელ უილიამსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, U2, ბრუნო მარსი, Chance the Rapper, ალიშა ქისი და ტეილორ სვიფტი.

ბიონსე, სტივი უანდერი, შერი, ჯენიფერ ჰადსონი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, SZA – ვარსკვლავთცვენა iHeartRadio Music Awards-ზე

სამი საუკეთესო პერფორმანსი iHeartRadio Music Awards-იდან

უამრავ ვარსკვლავთან ერთად, ვინც Queen Bey-ის მნიშვნელოვანი მომენტი გაიზიარა, ჯენიფერ ლოპესიც აღმოჩნდა. ჯეი ლომ მისი კოლეგის სამადლობელ სიტყვას ,,ინსტაგრამზე” მისალოცი ტექსტი დაურთო:

,,გილოცავ, ბი 🤍,” – დაწერა 54 წლის არტისტმა.

საინტერესოა, რომ ჯენიფერ ლოპესმა 2022 წელს, ამავე დაჯილდოებაზე ასევე სპეციალური პრემია – Icon Award მიიღო. წელს ეს პატივი შერს ერგო.

iHeartRadio Icon Award-ს ასევე ,,ბონ ჯოვი”, ელტონ ჯონი და პინკი ფლობენ.

შერისა და მერილ სტრიპის საკულტო მომენტი iHeartRadio Music Awards-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები