მარიამ შარმანაშვილი დედასთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
მარიამი აღნიშნავს, რომ დღეს მისი დედის დაბადების დღეა.
„დედიკოს საქმის კეთება სიმღერ სიმღერით უყვარდა, იყო ერთი ასეთი სიმღერა რომელსაც ხშირად ღიღინებდა „სანამ დედა მყავს არ დავბერდებიო“…არ მიყვარდა ეს სიმღერა ძალიან დიდ სევდას მგვრიდა…მაგრამ დედა ისე ტკბილად მღეროდა ვერასდროს გამოვუტყდი…ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მოგვიანებით კიდევ უფრო დავრწმუნდი, მართლაც ერთ დღეში გიბერდება თურმე ადამიანს გული როცა დედის გარეშე რჩები…სულ სხვანაირი ხდება სამყარო როცა კარგავ შენს მთავარ საყრდენს, ყველაზე დიდ მეგობარს და გულშემატკივარს…ყველა წარმატება რაც კი მოსულა ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ვიცი რომ მისი ლოცვის და შთაგონების შედეგია, მან დამარწმუნა ბავშვობიდან რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი და რომ ყველა ცხოვრებისეული გამოწვევის გადალახვა ყოჩაღად შემეძლო..და თუ იღბლიან ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი პირველ რიგში იმიტომ, რომ სამყარომ ასეთი დედა მარგუნა..
გილოცავ ჩემო სიყვარულო გოგო დაბადების დღეს, მიყვარხარ,“ – წერს მარიამ შარმანაშვილი და დედის ფოტოს გვიზიარებს.

