LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გილოცავ შენს 21-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში, მთელი გულით უყვარხარ დაიკოს” – ანი შაქარაშვილი

737
გიორგი შაქარაშვილი

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები … გილოცავ შენს 21-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში, მთელი გულით უყვარხარ დაიკოს” – ანი შაქარაშვილი ძმის დაბადების დღის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს.

გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.

ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g