LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ ახალ წელს, 2025 წელი იყოს ყველასთვის სიყვარულის, მეტი ერთიანობის, მეტი პატივისცემის და ბედნიერების მომტანი“, „ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჩვენს ლამაზ ქვეყანას, პირველ რიგში, მშვიდობას და ევროპისკენ წინსვლას“ – კახი მამულაშვილი და მაკა ზამბახიძე

173
კახი და მაკა

ახალ წელს საზოგადოებას სოციალურ ქსელში ულოცავენ კახა მამულაშვილი და მაკა ზამბახიძე.

მათ მეუღლეებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და სურვილები გაგვიზიარეს.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ჩვენს ლამაზ ქვეყანას, პირველ რიგში, მშვიდობას და ევროპისკენ წინსვლას,“ – წერს კახი მამულაშვილი.

კახა მამულაშვილი: „ბევრი მწერს, რომ სურვილი აქვთ ჩარიცხონ თანხები ლელას საქველმოქმედო ინიციატივაზე, რომელიც 2 იანვარს, „მონოჰოლში“ ჩატარდება, უბრალოდ შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ და თუ მოსვლას ვერ ახერხებთ, გაუგზავნოთ კონცერტზე მომსვლელთა მსურველებს, თქვენს ახლობლებს“

ვიდეო: „2 იანვარს „MONO HALL-ში“ გაიმართება ჩემი და ჯგუფი „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტი. ჩემი მიზანია, რომ აქციის დროს დაზარალებულების ოჯახებს დავეხმარო. მთელ ჩემს ჰონორარს, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში გადავრიცხავ“ – ლელა წურწუმია

„გილოცავთ ახალ წელს.

2025 წელი მინდა იყოს ყველასთვის სიყვარულის, მეტი ერთიანობის, მეტი პატივისცემის და ბედნიერების მომტანი ჩვენი ხალხისთვის, მიყვარხართ და თქვენი სიყვარული მაძლიერებს,“ – წერს მაკა ზამბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g