LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილოცავთ! ერთით ნაკლები პოლიტპატიმარი გვეყოლება…წინ ძალიან საინტერესო დღეებია და “ქართული ოცნებაც” ხელისუფლებას ჩამოშორდება! – ვაშაძე

64
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ნიკა მელიას გათავისუფლებას ულოცავს და ამბობს, რომ ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ეყოლება.

ვაშაძის განცხადებით, წინ ძალიან საინტერესო დღეებია, ყველაფერი კარგად იქნება და “ქართული ოცნებაც” ხელისუფლებას ჩამოშორდება:

“გილოცავთ ყველას! კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ, ნიკას, მის ოჯახის წევრებს.

დიდი მადლობა ევროპას, ამერიკას, მადლობა შარლ მიშელს, ქალბატონ კელი დეგნანს, ბატონ კარლ ჰარცელს. წინ სწორად მივდივართ, კარგად მივდივართ. ნელ-ნელა ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტება და ყველა დავინახავთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერთ, ნამდვილად ის შეთანხმებაა, რომელიც ქვეყანას სტაბილიზაციისკენ წაიყვანს. ხელისუფლების ცვლილებისკენ! წინ ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს.

ორკვირიანი ნერვების აშლილობის ტრანსფორმაცია დამშვიდებულ ნერვებში უნდა მოვახდინოთ. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და “ქართული ოცნებაც” ხელისუფლებას ჩამოშორდება.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები