ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება შეზღუდვის გაუქმებას, რომელიც ითვალისწინებს მანქანით 3 კაცზე მეტი ადამიანის გადაადგილებას.
“გილოცავთ ქმრებო! გახარიამ ნება მოგცათ ცოლები გვერდით მოისვათ მანქანაში”- წერს სარიშვილი.
კიდევ ერთხელ: რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა დარჩა
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება, რომ 23 მაისიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც.
გაუქმდა 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და რჩება მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში.