LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ახობაძე აქციის მონაწილეებს: გული მწყდება, რომ რუსთაველზე ხალხი მიტოვებულია, სირცხვილია – აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

160
2025-08-06_23-27-09_788655

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და აქტივისტებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე პროტესტი იმ მასშტაბით უნდა გაგრძელდეს, როგორიც იყო ნოემბერში.

„მინდა იმ ხალხს მივმართო, ვინც აქ იდგა 28 ნოემბრიდან. მესმის, რომ რაღაცები შეიცვალა, ზოგს შეეშინდა, ზოგს იმედი გაუცრუვდა. ვინც ეს თვეებია დგას რუსთაველზე, თავის წილ საქართველოს დაატარებს ხელის გულზე და ცდილობს, სამშვიდობოზე გაიყვანოს.

მგონია, რომ დადგა დრო, ყველამ დაიჯეროს და პატივი სცეს ამ ხალხის ბრძოლას, გამოვიდნენ და ისევ იმდენი გახდნენ, რამდენიც ვიყავით ნოემბერში. ორგანიზება და სტრუქტურირება გვინდა. გული მწყდება იმაზე, რომ რუსთაველზე ხალხი არის მიტოვებული. სირცხვილია, აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!“, – განაცხადა ახობაძემ.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ – სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები“ – გიორგი ახობაძე

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g