LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე – „ჩემთვის რუსეთი მტერია და ყოველთვის ასე იქნება, ყველამ კარგად იცის, გიორგის რაც გაუკეთეს“

198
Untitled design

„ჩემი დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის გიორგის რაც გაუკეთეს და არა მხოლოდ გიორგის“, – ამის შესახებ 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდნილი და წამების შემდეგ ოსი სეპარატისტების მიერ მოკლული გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრის დროს განაცხადა.

მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს

როგორც გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ აღნიშნა, „რუსეთი მისთვის მტერია და ყოველთვის ასე იქნება“.

„სასტიკად მოექცნენ ჩვენს ჯარისკაცებს და თუნდაც მოსახლეობას, ამდენი სოფლები წაგვართვეს, ამდენი ტერიტორიები დასაბრუნებელია და ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, ამიტომ, რუსეთი ჩემთვის მტერია და ყოველთვის ასე იქნება.

ჩემთვის არის მძიმე და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები, მეუღლეები, შვილები და მამები დაკარგეს. მათთვის მძიმეა და ეს ყოველთვის ასე იქნება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს, მე არასდროს არ მაქვს კარგი დამოკიდებულება და ვერც მექნება და ასე არის ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ ის, ვინც ადამიანები დაკარგა“, – თქვა მაკა ჩიკვილაძემ მედიასთან საუბარში.

გიორგი ანწუხელიძის შვილი: რუსეთი არის საქართველოს მტერი, მივიწყებულია და ეს მწყინს, მამაჩემმა ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ შეცვლილიყო რაღაც და ვფიქრობ, არ შეცვლილა არაფერი 

გიორგი ანწუხელიძის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ:

18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა – 23 წლის ასაკში სამშობლოსთვის შეწირული გმირის ისტორია

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებულ პირველ ავიარეისს და დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვრცლად გაეცნობით აქ:

„რუსებს ჰგონიათ „ტრიუკი“ ჩაატარეს და ადრე გამოფრინდენ – ოღონდ ჩვენც ადრე გვქონდა შეკრება დანიშნული“ – ელენე ხოშტარია 

ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო

„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი დასვა“ – პრეზიდენტი მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს ეხმიანება 

ვალერი კვარაცხელია: „რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად“

აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დააკავეს

სერგეი გავრილოვი: „ვფიქრობთ, ავიამიმოსვლის განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება“

„რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტი არ არის, საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“ – თემურ მაისურაძე

„თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“ – კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი

კობახიძე: „ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს „უმძიმეს დღეზე“ საუბრობდა, თავად საკუთარ სახლში რუს მდგმურებს იღებს“

magti 5g