LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბურჯანაძე: სახალხო დამცველის აპარატის ამოცანა იყო იმ ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც მე-18 დაწესებულებაშია, აღმოჩნდა, რომ ტექნიკური შესაძლებლობები სრულად არ არის ადგილზე

65
გიორგი ბურჯანაძე

„იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული იქნა ექიმთა კონსილიუმი, რათა შეფასდეს პატიმარ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა. ამ კონსულიუმმა შაბათს საღამოს თქვა, რომ პატიმარს შიმშილობიდან გამომდინარე თუ დაუმძიმდება მდგომარეობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით ისეთ დაწესებულებაში გადაყვანა უნდა მოხდეს, რომელსაც შესაბამისი საჭიროებები ექნება,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატის ამოცანა იყო იმ ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც ხელმისაწვდომია მე-18 დაწესებულებაში.

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

„ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ასეთი ტექნიკური შესაძლებლობები სრულად არ არის ადგილზე. არ არის „ემერტე“, არ არის „კატე“, არ არის აპარატი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო საჭიროებიდან მომდინარეობდეს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გუშინ გვქონდა შესაბამისი მოსაზრება, რომ იქ გადაყვანა არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

მე-18 დაწესებულება თუ გამოირიცხება და იქ არ არის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა, ბუნებრივია, სხვა სამოქალაქო კლინიკაში უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ პატიმრებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. პატიმრებს სულ აქვთ მაგალითად პრობლემა, რომ მათ თანაბრად არ ეპყრობიან.

ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ პარლამენტს ვაწვდით ინფორმაციას. სამწუხარო რეალობაა, რომ მათ ამ პრობლემებს სათანადო პასუხი ვერ გასცეს. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც გვინდა, რომ კანონი მაქსიმალურად აღსრულდეს და თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას.

პოლიტიკოსები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ და ჩვენ გარკვეულ პოლიტიკურ ბრალდებებს გვიყენებენ, ბუნებრივია, მიკერძოებულები არიან, თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ პროფესიული სტანდარტით“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საფრთხეებს შეიცავს.

„როდესაც გუშინ ვიზიტი განვახორციელეთ, ადგილზე კომუნიკაცია გვქონდა მე-18 დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ამ დაწესებულების მთავარ ექიმთან, მკურნალ ექიმთან და არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ამ დაწესებულებაში რეანიმატოლოგი იყო დანიშნული.

ჩვენი ვიზიტის შემდგომ მოხდა რეანიმატოლოგის დანიშვნა და ბუნებრივია, ჩვენ კი არ გაგვივრცელებია არასწორი ინფორმაცია, სპეკულაციურია ის, რომ როდესაც ჩვენი ვიზიტის შემდგომ მოხდა ადგილზე კონკრეტული ექიმის მივლენა,“- განაცხადა მან.

ომბუდსმენის მოადგილის შეფასებით, „იმის შემოსაღება ხდება, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.“ ბურჯანაძის თქმით, არსებობს პატიმართა გარკვეული რაოდენობა, რომელთა ციხის ზოგად პოპულაციასთან მოთავსება არ შეიძლება.

„ყოფილი პოლიციელები, ყოფილი სამხედროები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან ის პირები, რომლებსაც შეიძლება გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეთ ციხის პოპულაციასთან.

ამიტომაც გვაქვს მე-12 დაწესებულება, სადაც ამ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებულნი. მე-18 დაწესებულების არქიტექტურას ვინც იცნობს, როგორ უნდა მიხვიდე ამ დაწესებულებამდე, სად არის განთავსებული და ა. შ.

ყველა მარტივად დამეთანხმება, რომ ამ დაწესებულების ახლოს მდებარეობს მერვე დაწესებულება, მერვე დაწესებულების რამდენიმე ბლოკი უნდა გაიარო და იქიდან გამომდინარე, რომ მე-12 დაწესებულებაში სპეციალური კონტინგენტი არის განთავსებული, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნომერ მეთვრამეტე დაწესებულებაში, ნომერ მერვე დაწესებულების გვერდით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს.

მე რომ ვიყო ციხის დირექტორი ნამდვილად არ მენდომებოდა, რომ ამ კატეგორიის პატიმრის მოთავსება მომხდარიყო მე-18 დაწესებულებაში, ეს შეიძლება იყოს გადაძახილები, ციხის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლა და სხვადასხვა რამ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ვრცლად ამ თემაზე:

კახა კალაძე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსიო მიღებულია, ძმაო

მნიშვნელოვანია, რომ ყველანი დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში: ტიკარაძე ომბუდსმენს მიმართავს

მაჭარაშვილი: ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პარტიის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად – განმარტოს, რატომ არის პატიმარი სააკაშვილი სხვაზე უპირატესი

კერძო კლინიკაში გადაყვანა პატიმრის სურვილზე არაა დამოკიდებული, წესი ყველასთვის წესია: მიხეილ სარჯველაძე

სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა – მე-18 დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ნამდვილად არის – ბრეგაძე

magti 5g