„ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს ეხებოდა და თქვა, რომ ომბუდსმენი არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის სახალხო დამცველად, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად აირჩიეს.
„ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის სახალხო დამცველად, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად – განმარტოს, რატომ არის პატიმარი სააკაშვილი სხვაზე უპირატესი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მოისმინოს ნინო ლომჯარიას პოზიცია, არის თუ არა ყველა პატიმარი თანასწორი კანონის წინაშე.
„ზოგადად, სახალხო დამცველი რომ ინტერესდება პატიმრის უფლებებით, ეს კარგია, მაგრამ მინდა სახალხო დამცველმა საზოგადოებას აუხსნას, რაიმე საერთაშორისო აქტი ხომ არ არსებობს, ან საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ შევიდა, რომ სახალხო დამცველს უფლება ჰქონდეს რომელიმე პატიმრის უფლებები განსაკუთრებულად მოიკითხოს და მეტიც, ამასთან დაკავშირებით, როგორც თქვენი კითხვიდან ჟღერს, ითხოვდეს კერძო კლინიკაში გადაყვანას.
აუხსნას სახალხო დამცველმა განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველას აქვს თუ არა ამის უფლება და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი, რომ მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით, ვერც საქართველო, ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება ვერ იცხოვრებს.
ზურაბ ფაღავა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ კონსილიუმს ტოვებს
სახალხო დამცველის რეკომენდაცია გადაწყვეტილებად უნდა იქცეს: ბექა ბასილაია