LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსიო მიღებულია, ძმაო

143
ლომჯარია და კალაძე

„სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც მედიის წარმომადგენლებმა მას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ჰკითხეს და აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციურია.

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

როგორც კალაძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწორედ იქ გადაიყვანენ და მიხედავენ.

„თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას,“ – განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე:

მნიშვნელოვანია, რომ ყველანი დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში: ტიკარაძე ომბუდსმენს მიმართავს

მაჭარაშვილი: ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პარტიის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად – განმარტოს, რატომ არის პატიმარი სააკაშვილი სხვაზე უპირატესი

კერძო კლინიკაში გადაყვანა პატიმრის სურვილზე არაა დამოკიდებული, წესი ყველასთვის წესია: მიხეილ სარჯველაძე

სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა – მე-18 დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ნამდვილად არის – ბრეგაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g