LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩაკვეტაძის გოლი ბელგიაში ტურის საუკეთესო გოლია (ვიდეო)

31

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაში პირველად გაიტანა და მაშინვე აღიარეს. ჩემპიონატის 22-ე ტურში 18 წლის ქართველის „გენტმა“ საშინაო სტადიონზე ”ლოკერენი“ 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ მატჩი მშვენივრად ჩაატარა. 42-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მასპინძელთა პირველი საგოლე შეტევა განავითარა, 86-ე წუთზე კი თავად გაიტანა.

ბელგიურმა ვებგვერდმა sporza.be-მ მისი გოლი ტურის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე წარადგინა. ხმის მიცემა მცირე ხნის წინ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა: გიორგიმ 2449 ხმა მიიღო, ანუ გამოკითხულთა რაოდენობის 66.71%.

მეორეზე ალჟირის ნაკრების ფეხბურთელი სოფიან ჰანი გავიდა, რომლის ერთადერთი გოლითაც ”ანდერლეხტმა” გასვლაზე ”გენკი” 1:0 დაამარცხა – მან 512 ხმა ანუ 13,95% მიიღო.

გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ანტვერპენთან” გასვლითი მატჩიც ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და ბოლო 20 წუთი ითამაშა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები