LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში

203
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

,,დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი”, – ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის კრიტიკულ წერილს, რომელიც ჯანდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს მან გაუგზავნა.

„თანამშრომლების დიდი ნაწილი ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება.. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა დანაშაული მიმიძღვის..?“ – ამირან გამყრელიძე

“სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში.

კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად.

მადლობა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს.

მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი. მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები