LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა“

109
გიორგი გახარია

„17 წლის წინ, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა – დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, იძულებით გადაასახლა ათასობით ადამიანი და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლისა და საკუთარი ვალდებულებების უხეში დარღვევით“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს.

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა

გიორგი გახარიას თქმით, „უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება“.

„ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, რითაც რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაამართლა, ამასთან დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის.

მადლობას ვუხდით ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს გიორგი გახარია.

სახალხო დამცველი: „აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა“

შეგახსენებთ, აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g