LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

108
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა.

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის თანახმად, რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც გიორგი გახარიას მიმართ შეფარდებული მკაცრი ღონისძიება შეიცვლებოდა, არ გამოვლენილა.

დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ.

„ოცნებას“ ეშინია გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით“ – გიორგი გახარია

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიგა ფარულავა: „სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია – მივმართავთ 20 ივნისის ორგანიზატორებსა და ნამდვილ შემოქმედებს: ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g