LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გასვიანი: „ვერც ვიჯერებთ, ოთო, შენს არყოფნას! და არც! ყველაზე ტრაგიკული ის არის, თუ რამდენი კიდევ ჰქონდა გასაკეთებელი და მოსასწრები ამ ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს!“

599
გიორგი გასვიანი

რეჟისორსა და მსახიობს, ოთო ქათამაძეს, რომელიც 24 აგვისტოს გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„გაფრინდა, მშვიდობით მეგობარო….“ – ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე გარდაიცვალა

ოთო ქათამაძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს:

„მშვიდობით ოთო, დაუჯერებელია“ – გიორგი გასვიანი გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება

„სულ ვეხუმრებოდი, ახმეტელის თეატრში სანდრო ახმეტელის ვარცხნილობით რომ დადიხარ მეთქი! – უყვარდა ეს ხუმრობა ოთოს. რამდენი „ცოცხალი“ სპექტაკლი დადგა, მაყურებელს შეაყვარა.. მისი პიესები ხომ ყველგან იდგმება! ასეთი ნიჭიერი ადამიანი წავიდა ჩვენგან, მაგრამ დაგვიტოვა ცოცხალი თეატრალური შემოქმედება.. ჩვენ ვაცოცხლებთ მის დანატოვარს!…

მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის, თუ რამდენი კიდევ ჰქონდა გასაკეთებელი და მოსასწრები ამ ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს! ვერც ვიჯერებთ, ოთო, შენს არყოფნას!! და არც..“ – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა… ოთარ ქათამაძემ დიდი როლი ითამაშა ჩვენი თეატრის განვითარებაში“ – ახმეტელის თეატრი

ცნობისათვის, ოთო ქათამაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მას ანევრიზმა გაუსკდა. ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაციაც ჩაუტარდა. მოგვიანებით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ოთო ქათამაძე სამკურნალოდ თურქეთში, სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 

სულ ვეხუმრებოდი, ახმეტელის თეატრში სანდრო ახმეტელის ვარცხნილობით რომ დადიხარ მეთქი! – უყვარდა ეს ხუმრობა ოთოს ♥️ …

Posted by Giorgi Gasviani on სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g