ქოუჩი, ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი წერს, რომ საქართველო სიმსივნური დიაგნოზების გამო სიკვდილის ქვეყნად მიაჩნია:
“სიკვდილით სავსე ქვეყანა ? კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ახალგაზრდა კაცი წაგვართვა სიმსივნემ! დღე არ გადის ისე, რომ ვინმე ახლობელზე არ გავიგო ის, რომ სიმსივნეს ებრძვის, ან სიმსივნემ იმსხვერპლა: სიმსივნით სავსე ქვეყანა! ბავშვები, მოზარდები, ჩემი ასაკის ადამიანები, ხანდაზმულები! და ვერაფერს შველი! გაიგებ ამ უბედურებაზე და იწყებ ისტერიულად სხვებთან ერთად თანხის შეგროვებას! და ასე გაუთავებლად! ცდილობ დაეხმარო სიკვდილის დამარცხებაში! ცდილობ დაეხმარო გაიხანგრძლივოს სიცოცხლე! რაღაც უნდა მოვიფიქროთ და ვიღონოთ, რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთი! რა კონცერტები! რა ღონისძიებები! რა განახლებები! რა მშენებლობები, როცა ქვეყანა და ოჯახები გვენგრევა უმოქმედობისგან! მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ვიზრუნებთ პრევენციაზე და როცა დაგვიდგება მძიმე წუთები, არ ვიფიქროთ იმაზე, სახლი გავყიდოთ თუ ელენთა – ყოველთვის უნდა იყოს ფული ადამიანების გადარჩენისთვის!”