LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: “დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ”

76

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. – ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

”დღეს ქართველი ერისა და ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა – ზუსტად 100 წლის წინ, 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წართმეული ავტოკეფალია დაიბრუნა. ამ უმნიშვნელოვანესმა ფაქტმა ერის ცნობიერებაში ერთგვარი გარდამტეხი როლი შეასრულა, რასაც ერთი წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებაც მოჰყვა. ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენთვის სათაყვანებელ სარწმუნოებას, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს საქართველო თანამედროვე, ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული. 2017 წელი გამორჩეულია ჩვენთვის, ვინაიდან წელს ერთდროულად აღინიშნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლის იუბილე. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ თარიღებს მიეძღვნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გაიმართება „საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი“, რომელიც ფართო წარმომადგენლობის იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g