LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მახარაძე: “ჩვენი სიყვარული მსუყე ფაზაში გადადის… სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდი…”

1001
giorgimaxaradzenewsjl

ჟურნალ “სარკესთან” მსახიობი გიორგი მახარაძე საქმესა და პირადზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, გიორგიმ მძიმე სენი დაამარცხა და ახლა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს. ის “ფორტმულაზე” გადაცემის წამყვანია. კარანტინის პერიოდი გადაცემას და საყვარელ გოგონასთან, მარიამ ნადირაძესთან ურთიერთობას მიუძღვნა.

გიორგი მახარაძე:

‘სახლში დიდხანს ყოფნით უფრო დიდი სიამოვნება მივიღეთ, ვიდრე პრობლემები. ბევრისგან გავიგეთ, რომ ამ ჩაკეტილობამ წყვილებში ჩხუბი და კონფლიქტები გაზარდა. ჩვენ მოგვეწონა, რომ ერთმანეთისთვის დიდი დრო გვქონდა.

ჩვენი სიყვარული მსუყე ფაზაში გადადის, რაღაც სიახლეების მოლოდინშიც ვართ. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგისკენ მიდის.

როგორც გიორგი აღნიშნავს, მცირე ხნის წინ თურქეთში გამოკვლევებზე იყო და კარგი ანალიზების გამო სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა.

“აღარანაირი შეზღუდვა აღარ მაქვს და ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა, თუმცა არ მავიწყდება, რა გამოვიარე. და მაქსიმალურად ვუფრთხილდები თავს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ გამოკვლევებს ჩავიტარებ”.

ფოტო: ჟურნალი “კულინარტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g