მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე სენის შესახებ საუბრობს, რომელსაც გარკვეული პერიოდის წინ ებრძოდა. სიმსივნის დიაგნოზით მან თურქეთში იმკურნალა. ახლა თავს კარგად გრძნობს და გამოვლილი რთული დღეების შესახებ ის „რუსთავი 2“-ს უყვება.
გიორგი მახარაძე:
„დიაგნოზი იყო… სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო. ველოდებოდი მაგ პასუხს და ფურცელზე ბეჭედდარტყმული მომიტანეს, რომ ეგ არისო. შიშის გრძნობა და ნერვიულობა იყო…
სიმსივნე და მორჩა… პირველი ეგ გაგიელვებს თავში… გვერდზე მშობლებს, დედას და მამას ფერი აღარ ჰქონდათ, თვალები აღარ ჰქონდათ, ძალიან ნერვიულობდნენ…“