LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: „დღესაც რაც არ უნდა მცდელობა იყოს, ის ტალღა, რომელიც ასე წარმატებულად დაიწყო, ვერ დამშვიდება. ვერ მოხდება კიდევ ერთხელ ამ მუხტის დადგება, რაც შარშან იყო“

165
გიორგი მარგველაშვილი

„დღესაც რაც არ უნდა მცდელობა იყოს, ის ტალღა, რომელიც ასე წარმატებულად დაიწყო, ვერ დამშვიდება. ვერ მოხდება კიდევ ერთხელ ამ მუხტის დადგება, რაც შარშან იყო“, – ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მარგველაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის წინააღმდეგ გაერთიანებული საზოგადოების მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.“

15 აპრილს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება

„მუდმივად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებში მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, ამოსავალი არის არათანამშრომლობა და დაპირისპირება რეჟიმთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ასევე ნახეთ

,,საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას" – ჰელსინკის კომისია

მისი თქმით, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს.

„თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა თავისუფალ საზოგადოებაში არასდროს ჩერდება, რადგან როგორც კი ამ გზიდან ცოტა მაინც გადაუხვევ, ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, გახდნენ ტირანები. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ მიმართულებით არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

მინდა, გავახსენო საზოგადოებას, ისეთი პრეზიდენტი, როგორიც იყო მამა ბუში, ჩავიდა უკრაინაში და უკრაინელ ხალხს უთხრა, რომ ისინი იყვნენ შეკრებილი ტოქსიკური ნაციონალიზმით. ეს არასიმკაფიოება ჩვენთვის უნდა იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი.

რამდენადაც არ უნდა შეუშალონ ხელი, სიმშვიდისკენ, სიტუაციის დარბილებისკენ მოგვიწოდონ ჩვენმა პარტნიორებმა, რაც წლებია, გრძელდება, რა თქმა უნდა, კარგი განწყობით, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ.

სხვათა შორის, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მაშინ არ დაუშვიათ ეს შეცდომა. დღესაც რაც არ უნდა მცდელობა იყოს, ის ტალღა, რომელიც ასე წარმატებულად დაიწყო, ვერ დამშვიდება. ვერ მოხდება კიდევ ერთხელ ამ მუხტის დადგება, რაც შარშან იყო.

მდინარაძე: „ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო – ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა“

შარშან ვამბობდი, პოლიტიკური ალღოთი ვგრძნობდი, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრებულიყო, არ შეიძლებოდა ამის ასე დამშვიდება და დამთავრება, თუმცა დიდი მცდელობის შედეგად ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაგორდა. მე არ მოველოდი, რომ მუხტს ასე აქტიურად დააგდებდნენ და ეს ყველაფერი გადავიდოდა მშვიდ რეალობაში მაშინ, როცა ასე კარგად იყო აწეული“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს მუხტის დადგება არის აბსოლუტურად დანაშაულებრივი და არჩევნების წაგების ტოლფასი.

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

„შარშან რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე რიხიანად დამესხნენ თავს, ახლა დიალოგის დროა, გასაგები იყო, რა ემოციაც ჰქონდა ბევრ მათგანს. დღეს ამ მუხტის დაგდების ტენდენცია თუ წავა, არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკის ანაბანა. ჩვენი პარტნიორები შეეცდებიან, რომ, მოდით, სიმშვიდისკენ მოვუწოდოთო.

ჩვენ ამ მუხტს ვიწყებთ და ვამთავრებთ არა საკომიტეტო მოსმენებში, არამედ ვამთავრებთ არჩევნებზე მოგებით ან არადა, ვაღრმავებთ საბჭოთა საქართველოს რეალობას. გამოსავალი არის მაქსიმალური რადიკალიზაცია და საკითხებისთვის თავის სახელის დარქმევა. ეს არ არის ყოველთვის ქუჩა, ეს არის არათანამშრომლობა.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება ეროვნული მოძრაობის, რომლის მთავარი თემაც იყო არათანამშრომლობა და დაპირისპირება რეჟიმთან. ეს არის ამოსავალი. მე მუდმივად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებში მათ უნდა მივყვეთ და იმას, რასაც გვეტყვიან საელჩოებში.

„თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის“ – ეკა სეფაშვილი

ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები და ჩემს განცხადებებზე, რომ უნდა მოვახდინოთ პროცესის რადიკალიზაცია, მკვეთრად უთხრეს, მიუღებელია ეს პოზიციაო“. – განაცხადა მარგველაშვილმა.

magti 5g