LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე: „ამ [ლევან ჯანგველაძის მკვლელობის] საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა“ – ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

186
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს – გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებისა და შესრულების დეტალებზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ. მისი თქმით, ის არაერთხელ გააფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ დააკავებდნენ, თუმცა ქვეყანა მაინც არ დატოვა.

„ამ საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა. სანამ დამაკავებდნენ გამაფრთხილეს, არაერთ გზის,რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”,- აღნიშნა გიორგი მიქაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს , 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

შსს: „ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ“

ამის შესახებ განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ. მისი თქმით, „დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მისი უდანაშაულობა“.

ბითაძის თქმით, ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა და ტყვიის მასრა ამოღებულია, თუმცა, თავად იარაღი ამოღებული არ არის.

„კონკრეტულად სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს ეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, საქმეში არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილია ვიდეო მასალა, რომელიც არის, დაახლოებით, 2021-2022 წლის მასალა, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის ამ საქმესთან და თუ რატომ დაუკავშირეს იმ ფაქტს, რომ სანდრო წივწივაძისგან იყო შეძენილი ეს იარაღი და სწორედ ამ იარაღით იყო მოკლული ჯანგველაძე, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებულია და მასრა ამოღებულია, თავად იარაღი ამოღებული არ არის, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კონკრეტულად ეს ის მასრა არის, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ ამ ეტაპისთვის იმიტომ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

გიორგი ჯოხაძე არ აღიარებს დანაშაულს, რაც არ ჩაუდენია. დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მისი უდანაშაულობა”, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებიდან 3 – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე დაკავებულები არიან, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, პროკურატურის ინფორმაციით, მათზე გამოცხადდება ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

შსს: „ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g