LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე THE GRAMMY-ის დაჯილდოების ცერემონიას, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო

223
გიორგი მიქაძე

2 თებერვალს, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი, წარმატებული ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ამერიკის მუსიკალური ხელოვნების აკადემიის უმაღლესი პრემიის „THE GRAMMYS“-ის დაჯილდოების 67-ე ყოველწლიურ ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის მოწვევა გიორგიმ თავად Recording Academy / GRAMMYs-ის პრეზიდენტისგან, პანოს პანაისაგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძე „The GRAMMY Awards“ დაჯილდოებაზე, რომელიც ლოს-ანჯელესის კრიპტო კომ არენას დარბაზში შედგა, ქართული ტრადიციული სამოსით წარსდგა.

როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, გუშინდელი საღამო მისთვის ძალზე შთამბეჭდავი, საინტერესო, ნაყოფიერი და ემოციური იყო: „გრემიზე დასწრება ყველა ხელოვანისთვის ძალზედ საპატიო, მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და გამოწვევებით სავსეა, რადგან ამ დროს ხდება მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებთან, აგენტებთან, პროდიუსერებთან შეხვედრა, გაცნობა, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, სამომავლო კოლაბორაციული პროექტების გენერირება და ფორმირება. არც გუშინდელი „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია იყო გამონაკლისი, ეს ყველაფერი უხვად იყო და  მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვიღებდი მონაწილეობას.

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

ფოტო/ვიდეო: შაკირამ საკუთარ დაბადების დღეზე „გრემის“ ჯილდო მიიღო

ნუცა ბუზალაძე „გრემის“ 67-ე დაჯილდოების ცერემონიაზე – რა კადრებს გვიზიარებს ქართველი მომღერალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g