LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძის „ვოისა“ – კონცერტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ „ბლექ სი არენაზე“!..

141

გიორგი მიქაძე – ჯაზისა და პოპმუსიკის ამომავალი ვარსკვლავი საქართველოდან!. ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებული, ამავე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, ჯაზის მაგისტრი და „იამაჰას“ ოფიციალური არტისტი… გიორგი მიქაძე ამჟამად ჩინური პოპის მეფედ წოდებულ ლიჰომ ვანგთან ერთად ტურნეშია, სადაც უდიდეს არენებზე უწევს გამოსვლა. ეს მისთვის კიდევ ერთი, განსხვავებული გამოცდილებაა, რომელსაც წლების განმავლობაში, დიდ ცოდნასთან ერთად აგროვებს. გიორგი მიქაძე საკუთარ ფესვებს არ ივიწყებს, ის ძალიან კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში და დაინტერესებულია ამ მუსიკალური მიმართულებითაც, ძალიან კარგად ფლობს მას და სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა მისი პროექტი „ვოისა“ ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად, რომელსაც 4 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ წარადგენს.

ჩინეთიდან დღეს დილას ჩამოფრინდა და აეროპორტიდანვე „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში პრეკონფერენციაზე მოვიდა. გიორგი იმედოვნებს, რომ 4 აგვისტოს არენის დიდ სცენაზე, რისთვისაც განკუთვნილია კიდეც „ვოისა“ უამრავი ადამიანი დაესწრება პროექტს, რომლითაც საქართველო მსოფლიომ უნდა გაიცნოს.

გიორგი მიქაძე:

პროექტი „ვოისა“ დიდი ხანი მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ვაგროვებდი გამოცდილებას. როცა შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრები, „ბასიანის“ წევრები აპირებდნენ აშშ-ში ჩამოსვლას, გადავწყვიტე, მათთან თანამშრომლობით შემექმნა და პრესტიჟულ სივრცეში ჩავწერეთ „ვოისა“. ზუსტად ერთი წლის წინ, „ვოისას“ პრეზენტაცია შედგა ჩინეთში, სადაც უმაღლესი რანგის დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ჩინეთის კულტურის და საგარეო საქმეთა მინისტრები.

მას შემდეგ სულ მინდოდა, ეს პროექტი საქართველოშიც შემდგარიყო. დადგა ის ნანატრი მომენტი, როცა „ბლექ სი არენასთან“ ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს. დიდი მადლობა „ბლექ სი არენას“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონცერტების სერიის დაგეგმვაში მონაწილეობს. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ღონისძიების მომზადებაში. ს პროექტი დინამიკურ და მასობრივ მუსიკას მოიცავს, „ბლექ სი არენა“ კი ის სცენაა, სადაც ის ძალიან კარგად გაჟღერდება.

მაქვს უდიდესი პატივი, ვიმუშაო ბასა ფოცხიშვილთან ერთად. ყველა ვიცნობთ მას და ძალიან საინტერესო შოუს ვდგამთ მასთან ერთად.

გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

თქვენ იცით, რომ წელს „ჩექ ინ ჯორჯია“ ძალიან მრავალფეროვანია. განსაკუთრებით გვახარებს ის პროექტები, რომლებიც ჩენი ავთენტური კულტურის გატანას ემსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგის, მისი ძალისხმევა საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს, პირველ რიგში, აისახა „ვოისა“-ში. დარწმუნებული ვართ, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ 4 აგვისტოს გაიმართება „ბლექ სი არენაზე“.

ხათუნა კაკაბაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

ჩვენ მესამე წელია, ვთანამშრომლობთ „ბლექ სი არენასთან“. ვამაყობთ ამით, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტის მომსწრენი გავხდით „ბლექ სი არენას“ მართლაც არაჩვეულებრივ სცენაზე. განსაკუთღებით საამაყოა 4 აგვისტოს კონცერტი და დიდი მადლობა გიორგი მიქაძეს „საქართველოს ბანკის“ სახელით. მნიშნელოვანია, რომ ასეთი საერთაშორისო წარმატების ფონზე, მას არ ავიწყდება საკუთარი ქვეყანა და საქართველოშიც აკეთებს საინტერესო პროექტებს. ასეთი კონცერტი იქნება სწორედ „ბლექ სი არენაზე“. ძალიან დიდი სიამოვნება ელით ადამიანებს, ვინც ამ კონცერტს დაესწრება.

გიორგი დონაძე, ანსამბლ „ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

გიორგი მიქაძის შესახებ შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ მას. ანსამბლი „ბასიანი“ ყოველთვის მის გვერდით იქნება. ჩვენ ექსპერიმენტებს ვერიდებით ხოლმე და ეს არის ერთადერთი პროექტი, სადაც ექსპერიმენტს დავთანხმდით. ეს არის ეროვნული და ძალიან ახალგაზრდული პროექტი. ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა არის მთელ მსოფლიოში აღიარებული და მივესალმები იმ მუსიკალურ გადაწყვეტას, რომელიც მას გიორგი მიქაძემ მოუძებნა. ვინც ამ კონცერტს გამოტოვებს, ძალიან ინანებს!.. (იღიმის).

ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g