LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მშვენიერაძე: „ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, ფერადკანიანი ახალგაზრდა კაცი მორბოდა…აშკარად რასიზმის სუნი იდგა”

110
ფდჰ

უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან მომხდარ ამბავზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, ფერადკანიანი ახალგაზრდა კაცი მორბოდა. მანქანას გადაუხტა წინ და განწირული და შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო. მძღოლმა უკან ჩაისვა და მანქანა დაძრა. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა.

რამდენიმე წამში, ხიდის ქვეშ 3 მამაკაცი დავინახე, რომლებიც ქოშინებდნენ, შავი მაისურები ეცვათ, ერთს თავი გადაპარსული ქონდა და ცოტა მოზრდილი წვერით იყო. აშკარად ამას მოსდევდნენ საცემად ან ცემის გასაგრძელებლად. აშკარად რასიზმის სუნი იდგა.

ხოდა, მომრავლდა ასეთი კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშსტო ხალხი და თუ დროზე რამეს არ ვიზამთ, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი”- წერს გიორგი მშვენიერაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g