LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძე: „დიასახლისობაც კარგად გამომდის და დამოუკიდებლად ცხოვრებაც…“

182
გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე მცირე ხნის წინ ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში ის დამოუკიდებლად ცხოვრების შესახებ საუბრობს:

„დაახლოებით ოთხი თვეა, რაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ვიყიდე ბინა, დავასრულე რემონტი, მოვაწყვე ჩემი გემოვნებით და მშვიდად დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება…

ყველას უყვარს ჩემთან მოსვლა. თავად ვალაგებ, ვასუფთავებ და საჭმელსაც მე ვაკეთებ. კვირის ბოლო მაქვს გამოყოფილი სახლის სრულიად დალაგებისთვის და გადასარევად ვართმევ თავს. ასე რომ, დიასახლისობაც კარგად გამომდის და დამოუკიდებლად ცხოვრებაც. დაღლილი რომ მივდივარ ჩემს მყუდრო, პატარა სახლში, სულიერად ვისვენებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g