LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ონიანს პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლის თხოვნაზე უარი ეთქვა

ონიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულმა წევრმა, ადვოკატმა გიორგი ონიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართა, თუმცა საბჭომ ონიანს შინაპატიმრობაზე უარი უთხრა.

“გიორგი ონიანი აკმაყოფილებდა აბსოლუტურად ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ამ საბჭოს დებულებით და პატიმრობის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული. მას აუცილებლად უნდა შეხებოდა შინაპატიმრობა, მაგრამ ამ საბჭომ ცალსახად ტენდენციურად და უკანონოდ იმსჯელა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოსახდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე გიორგი ონიანს,” -განაცხადა ბასიალიამ.

როგორც ის აღნიშნავს, საბჭოს ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რასაც ადვოკატი გაასაჩივრებს.

“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში უახლოეს დღეებში ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრებთ. რაც შეეხება საბჭოს პოზიციას, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რამდენადაც ამავე საბჭოს არაერთი ნასამართლევი პირისთვის შეუცვლია შინაპატიმრობით სასჯელი. ამავე საბჭოს, ნარკოტიკების რეალიზაციაზე მსჯავრდებული პირებისთვის შეუცვლია სასჯელი. ამავე საბჭოს ქრთამის ბრალდებით გასამართლებული პირებისთვის აქვს შინაპატიმრობით სასჯელი შეცლილი. ამ დროს, გიორგი ონიანის სასჯელის შეცვლაზე უარის თქმა სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა,” – აღნიშნავს ონიანი.

შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ონიანს ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აქედან ონიანს მოსახდელი ერთ წელზე ნაკლები დარჩა.

magti 5g