საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ექვსი საათი იმყოფებოდა.
გამოკითხვის შემდეგ პროკურატურის გამომძიებელმა, ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გამოკითხვის შინაარსს ვერ გაასაჯაროებს.
“გამოკითხვა შეეხებოდა იმ განცხადებას, რომელიც მან 21 ივლისს გააკეთა. ამ საკითხზე, უკვე გამოკითხულია ყველა მოსამართლე. დეტალებს საზოგადოება გაიგებს ოფიციალური განცხადების შემდეგ”, – განაცხადა კვიციანმა.