LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქადაგიძე: ძალიან მალე გავთავისუფლდებით ყველა ტიპის ქაღალდის ოპერაციებისგან

99

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ქართველი მომხმარებელი საბანკო სექტორში არსბეული ყველა ტიპის ქაღალდის მომსახურებისგან გათავისუფლდება. ასე გამოეხმაურა გიორგი ქადაგიძე ბანკი ”რესპუბლიკას” ახალ ინოვაციას სესხებზე ელექტრონული ხელმოწერის დანერგვასთან დაკავშირებით.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა, განმარტა ეს არ არის მხოლოდ ქაღალდის ოპერაციების გაუქმება, არამედ ეს ამარტივებს მთლიანად ბიზნესპროცესს. მისივე თქმით, ინოვაციას აქვს სამი ძირითადი უპირატესობა.

”პირველი ეს არის, რომ ახალი ბიზნესპროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რაც საბოლო ჯამში აისახება სხვადასხვა მომსახურებების საკომისიოების შემცირებაში. მეორე გახლავთ ის, რომ იმ რეგიონებში, სადაც მცირე მოსახლეობის გამო არ არის საბანკო ფილიალები, შესაძლებელია საბანკო სერვისების მიწოდება ფილიალის გარეშე. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობდნენ, შეეძლებათ საბანკო სერვისების მიღება. და ბოლოს, ეს პროცესი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების დროს კლინეტისთვის. შესაბამისად, ახალი სერვისი არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბანკი ”რესპუბლიკა” ამ სერვისით კიდევ უფრო წინ წავიდა ქარულ საბანკო სივრცეში.

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ბანკ „რესპუბლიკის“ კლიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, განვადების პუნქტებში საკრედიტო ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით გააფორმონ, ასევე სალაროს ნაღდი და უნაღდო ოპერაციები განახორციელონ.