„ქიმიური მოწამვლის საქმემ მთლიანად ჩამოშალა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. მათ დაგვიანონსეს დიდი საერთაშორისო დავა BBC-ის წინააღმდეგ. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვინახავს არანაირი მცდელობა. ახლა კი, თურმე, რაღაც კომუნიკაციების კომისიის ეკვივალენტურ ორგანოში უჩივლიათ BBC-ისთვის“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, BBC-ისთვის ოფიციალური საჩივრით მიმართვის შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რეალურად თუ იარსებებს ასეთი საერთაშორისო დავა, ის უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენს, თუ რით მოგვწამლეს 2025 წლის დეკემბერში და არა იმ სპექტაკლს, სუს-მა ხუთი დღის განმავლობაში რომ ჩაატარა სიმართლის დასამალად“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
