LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სიორიძე: „უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით მოქალაქე სწავლას და მკურნალობას ვერ შეძლებს, შეჩერდება დროებითი დასაქმების პროგრამები“

116
გიორგი სიორიძე

„სასამართლოს მხრიდან არანაირი გზავნილი არ არსებობს იმიტომ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნომინალური ინსტიტუტი. ის არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, დეპარტამენტი. წამებში აცხადებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც წინასწარ არის დაწერილი, ყველაფერს არათუ არბილებენ, არამედ აუარესებენ და ეს ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილში“, – ასე გამოეხმაურა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გიორგი სიორიძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს და თქვა, რომ „ავანსცენაზე კვლავ „გლობალური ომის პარტია“ შემოდის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„ისევ „გლობალური ომის პარტია შემოდის ავანსცენაზე. ეს იმის ნიშანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ამერიკასთან, არც ევროკავშირთან ვითარების ნორმალიზების, საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვს, სანამ ამ ქვეყანაში არსებობს სინდისის პატიმრების პრობლემა, პოლიტიკური ლიდერები ჰყავთ ტუსაღებად და ყველა სხვა მიმართულებით ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობაა“, – თქვა სიორიძემ.

ირაკლი კობახიძე: „რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან?- არავითარი, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას“

მისივე განცხადებით, „ქვეყანაში არსებული ვითარება ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილსა და დათქმებში, რომელზეც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს პროპაგანდა ააგოს“.

„სასამართლოს მხრიდან არანაირი გზავნილი არ არსებობს იმიტომ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნომინალური ინსტიტუტი. ის არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, დეპარტამენტი. წამებში აცხადებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც წინასწარ არის დაწერილი, მოდის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან და ამას სამარცხვინოდ აღასრულებს, ბეჭედს ურტყამს სასამართლო, მას რეალურად ნოტარიუსის ფუნქცია აქვს.

სანამ არსებობს ეს კანონმდებლობა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, სამოქალაქო სექტორის მოგუდვა, ახლა საუბრობენ პარტიების აკრძალვაზე, ამ ყველაფერს არათუ არბილებენ, არამედ აუარესებენ და ეს ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილში. ცდილობენ თითი სხვისკენ გაიშვირონ, თითქოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე სხვისი ბრალია, თითქოს „ქართული ოცნება“ „შანტაჟს“ არ დაექვემდებარა, ამის გამო საქართველოს მოქალაქეები უნდა დაზარალდნენ. არადა, სრულიად შესაბამისი და ადეკვატური პასუხებია ისეთი რეჟიმების და სისტემებისა, როგორიც გახდა საქართველო და დაემსგავსა რუსეთსა და ბელარუსს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ქვეყნები ვერ სარგებლობენ პრივილეგიით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია.

ეს არ არის უფლება, ეს ეძლევათ სახელმწიფოებს, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში, თუ როგორ რადიკალურად და დიამეტრალურად შეიცვალა მდგომარეობა და ყველა მიმართულებით გაუარესდა, რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური ფასი „ქართული ოცნებისთვის.

უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ყველაფერი დგება საფრთხის ქვეშ, ათიათასობით მოქალაქე სწავლას და მკურნალობას ვერ შეძლებს, დროებითი დასაქმების პროგრამები შეჩერდება. ამ ყველაფერს ექნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგი, მათ შორის სიღარიბის ზრდის ეფექტი და ეს ყოველივე გადაივლის ჩვენი მოქალაქეების თავზე და ჯიბეზე“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g