LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტში პრეზიდენტობის კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია პრეზიდენტია – რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ხალხის წარმომადგენლად მიგვაჩნია“

145
სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე

„ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის საქართველოს პრეზიდენტი – რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მნიშვნელოვანია პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს:

გურამ მაჭარაშვილი: „თუ ზურაბიშვილი ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა „გაფშიკოს“ და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ“

„ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია გავაჟღერეთ დღეს. არ ვცნობთ, არალეგიტიმურია ის, რაც ახლა ხდება. ასევე, არ ვცნობთ იმ ე.წ. პარლამენტში პრეზიდენტობის კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად.

ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს და მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, რა პროცედურაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვიქნებით პროტესტში 13 დეკემბერსაც და 14 დეკემბერსაც.

მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ და პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენ გვექნება პრეზიდენტთან საუბარი, გვექნება სხვა კოლეგებთან საუბარი და გავაგრძელებთ.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება – რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ წევრების კანონის პროექტი

magti 5g