ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ – ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ მომზადებას საჭიროებენ.
„შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები. ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის! – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.