LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძემ აქციაზე ოპოზიციის მოთხოვნები და გეგმა წარადგინა

74
74677022-757280334789956-5098460796959064064-n

“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ის მოთხოვნები გააჟღერა, რომელზეც აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ.

მან შეკრებილ მომიტინგეებს სთხოვა ხელის აწევით დაედასტურებინათ, რომ ამ მოთხოვნებს ისინიც ეთანხმებიან.

“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას:

პირველი – ვადამდელი პროპორციული არჩევნები.

მეორე – მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს.

მესამე – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმაც აქვს:

პირველი – არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი.

მეორე – გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს.

მესამე – ბიძინა ივანიშვილო იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას. კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა,”- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ აქციაზე გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g