LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი წიკლაური: „მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებიდან ოთხი თვის თავზე დავშორდით…“

1480
გიორგი წიკლაური

მომღერალი გიორგი წიკლაური ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, არის თუ არა დაქორწინებული:

„დაქორწინებული ვიყავი, ახლა განქორწინებული ვარ. სამწუხაროდ, ასე მოხდა და თან, ქორწინებიდან ძალიან მალე. არ ვიცი, ვისი ბრალია, ვფიქრობ, ერთი მხარე არასდროს არის დამნაშავე, მაგრამ მე დღესაც ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ჩემი მეუღლის მიმართ. ის ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ალბათ, თანაცხოვრების დროს ხდება ისეთი რთული რამეები, რომ ჯობს, მეგობრებად დარჩეთ. ჩვენ დაქორწინებიდან ოთხი თვის თავზე დავშორდით. ფაქტობრივად, თაფლობის თვეც ვერ მოვასწარით. ძალიან რთული პერიოდი იყო დაშორების შემდეგ. ვინ დამიჯერებს, რომ ვთქვა, დაშორებით ბედნიერი ვიყავი-მეთქი. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ბედს წინ ვერ გაექცევი, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g