მსახიობი გიორგი ყიფშიძე საკუთარ სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მსახიობი მიიჩნევს, რომ ახლა ქვეყანას სიკეთის კეთება გადაარჩენს.
„ვფიქრობდი, საქართველოს რა გადაარჩენს, ვფიქრობდი და მივხვდი, რომ სიკეთე, მხოლოდ სიკეთის კეთება და ერთმანეთისთვის სწორი მაგალითის მიცემა, გვერდში დგომა, წაქცეულის წამოყენება…“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე მოკლე ვიდეომიმართვაში.