LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ტელეპროექტში მონაწილეობს გიორგი ყიფშიძის მეუღლე და რატომ მედიტირებს სამზარეულოში

695
yifshidze2021

გიორგი ყიფშიძის მესამე მეუღლე, ენი გასიევა სატელევიზიო კულინარიულ შოუში მონაწილეობს. „სამზარეულოს ომებში“ ის საკუთარი კულინარიული შესაძლებლობების დემონსტრირებას შეეცდება. როგორც ენი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს,  სამზარეულოში ხშირად მიმართავს მედიტაციას…

ენი გასიევა: 

„არასოდეს ვამზადებ გრამებითა და რეცეპტის მიხედვით, საჭმელს თვალის ზომითა და ჩემი გემოვნებით ვაკეთებ და ძალიან გემრიელი გამომდის. მამა კრიშნაიდია და მედიტაციას ბავშვობიდან მასწავლიდა. მედიტაციის ცოდნა ძალიან მეხმარება სამზარეულოში – როცა პროდუქტს ვეხები, ერთგვარი მედიტაციაა და ვხვდები, რამდენი რა მჭირდება.

ვფიქრობ, თუ მაქსიმუმს ჩავდებ ამ შოუში, მოგების შანსი მაქვს, ამიტომ ვაპირებ, ბოლომდე დავიხარჯო, ვიბრძოლო, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთო, რომ პროექტი მოვიგო. თუ გავიმარჯვე, ჩემს ცხოვრებაში შეიცვლება ის, რომ ჩემს თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცებ – ვთქვი, ვცადე და შევძელი! ეს შოუ ერთგვარი გამოწვევაა და გამოცდაა ჩემთვის, რაც უნდა ჩავაბარო და დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ ნამდვილად მაგარი გოგო ვარ და შემიძლია (იცინის)“.

ვიდეო: „როცა მშობიარობას ესწრები პასუხისმგებლობას იზიარებ“ – მამები, რომლებიც შვილის აღზრდაში სრულად არიან ჩართული

გიორგი ყიფშიძე „ტელესკოლით“ აღფრთოვანებულია: „ჩემს დროს ასე რომ ესწავლებინათ, უფრო განათლებული ვიქნებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g