ცნობილი ქართველი მამები, რომლებიც შვილის აღზრდაში სრულად არიან ჩართული – „რუსთავი2“-ის გადაცემა „უიქენდის“ სტუმრები დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია, მსახიობი გიორგი ყიფშიძე, მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და ნიკა ლომიძე იყვნენ.
ცნობილმა ქართველმა მამებმა ბავშვის აღზრდის პროცესში მამის როლზე ისაუბრეს და თქვეს, რომ შვილის აღზრდის პროცესში ორივე მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„როცა მშობიარობას ესწრები პასუხისმგებლობას იზიარებ და ბოლომდე გადაგაქვს შენს თავზე… ეს პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა, მთელი ცხოვრება ჩემი საზიდია“, – აცხადებს არჩილ სოლოღაშვილი.