საქართველოს ეროვნული ნაკრების ალბანეთთან მატჩის შემდეგ გასახდელში პატარა გულშემატკივრების ფეხბურთელებთან შეხვედრას გიორგი მიქაუტაძის დედა გამოეხმაურა. მის კომენტარს Geoteam აქვეყნებს.
ნათია მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ ამ კადრების ნახვის შემდეგ გიორგის ბავშვობა გაახსენდა.
“გამახსენდა, როცა პატარა გიორგიც ასეთი გახარებული და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში თავისი საყვარელი ფეხბურთელების ნახვის შემდეგ. ჩვენ კი ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ თუ მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა, თავის ჯერიც დადგებოდა და ისიც ასე გაახარებდა ბავშვებს და მადლობა უფალს, ასეც ხდება უკვე რამდენიმე წელია და ღვთის წყალობით, იმედია კიდევ დიდი ხანი ასე გაგრძელდება.
მინდა ყველა პატარას ვუსურვო მათი ოცნებების ახდენა და ბედნიერი მომავალი. დრო რომ მოვა, მათაც ასე გაეხარებინოთ ბავშვები და ბედნიერება ეჩუქებინოთ. უსაყვარლესები ხართ ბავშვებო” – გიორგი მიქაუტაძის დედა.