LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგის ამბავს ძალიან განვიცდი, მაგრამ ემოციების გამოხატვა არ შემიძლია – იაკობ ბრეგვაძე

187
BeFunky-collage (8)

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე „შაბათის ფორმულასთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ იხსენებს 112-ში განხორციელებული ზარის ისტორიას და აცხადებს, რომ დარეკვის დროს ის მშვიდი ხმით საუბრობდა, რადგან შეიძლებოდა თავდამსხმელებს მისი ხმა გაეგოთ და მასთან მისულიყვნენ.

ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ძალიან განიცდის, თუმცა ამის გამოხატვა არ შეუძლია.

“დავრეკე 112-ში. მერე ველაპარაკე ოპერატორს, გუგლ მეპზე რაც ვნახე, ქებაბ ჰაუსი, ის ვუთხარი ოპერატორს. ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით რას ამბობდნენ, ვერ გავიგებდი. როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ, მაგ დროს დარტყმა არ დამინახავს, მაგრამ დიდ გულზე იყო.

სახეზე არ შემიხედავს, რკინა დავინახეთ და ყველა გავიქეცით. გიორგის დაკარგვა და იქ რა მოხდა, არ ვიცოდი. ესეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია გამოხატვა, ასეთი ვარ“, – აცხადებს ბრეგვაძე.

„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველყავი”- იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო ღამეს იხსენებს

შეგახსენებთ, ის ერთადერთი პირია, ვინც პოლიციას მომხდარი ჩხუბის გამო დაუკავშირდა. ფოტოგრაფის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც მედიაც დაესწრება.

ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა ჩანდა ამ ადგილიდან.

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g