LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიორგის მშობლებმა დამირეკეს, სადმე არ შეგვხვდეს, თორემ საშინელებას დავატრიალებთო” – ნიკოლაძის პასუხი დაკავებული არასრულწლოვანის მამას

1289
BeFunky-collage (8)

“გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ საშინელებას დავატრიალებთო” – ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მის მი­მარ­თვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” სტუმ­რო­ბი­სას მან აღ­ნიშ­ნა, არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მო­თხოვ­ნა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს.

„მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, რომ ვიღაც არის მკვლელი და ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, რომ ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მკვლელობა სახეზეა და იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ”- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

“ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს…ყველაფერი ვიცი, რამდენი შეყვა” – მირიან ნიკოლაძე მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე საუბრობს

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მამ დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა სურს და მის­თვის სათ­ქმე­ლი ბევ­რი აქვს.

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის გადაიდო. ექვსსაათიანი სხდომის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 5 აგვისტოს გახდება ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, რომელზეც მხარეებმა დღეს შუამდგომლობები დააყენეს.

ასევე, 5 აგვისტოს ჩაინიშნება საქმის არსებითი განხილვის თარიღი.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება

“შეგაჭმევ მიკროფონს…” – სასამართლოს ეზოში “ნახალოვკელების” მეგობარი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g