LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციებზე ამნისტიის კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს

110
გირჩი

პოლიტიკური აქტი, რომლის წარმატებაც დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე” – “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, “რადიო ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

“რისი პატიებაც შეგვიძლია, ვაპატიოთ”

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ როგორც 20 ივნისთან დაკავშირებით ხელისუფლებამ წარმოადგინა კანონპროექტი, ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს სხვა მსგავს თარიღებთან დაკავშირებით.

“რისი პატიებაც შეგვიძლია ვაპატიოთ და რაც არის უპატიებელი, იმ ნაწილს ცალკე მივხედოთ, რომ თარიღებით სპეკულაცია ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები