LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” და სხვები ვერ უნდა სარგებლობდნენ კანონში ლაფსუსით – საპატრიარქო ცვლილებებების დაჩქარებას ითხოვს

166
sapatriarqo

რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას სათანადო ცვლილება შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების ინიციატივას ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც „გირჩის“ მიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია,- „ბიბლიური თავისუფლება“. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ახალი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივა მათთან დაკავშირებული არაა.

„კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან.

ჩვენის მხრიდან გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია „გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ“,- ნათქამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g