LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ დღეს პარლამენტში “ადამიანების გასაცნობად” მიდის

391
girchi 44

პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ.  დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 13:00 საათისთვის გეგმავენ მისვლას.

ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.

ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში შესვლას გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ აპირებს.

პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

„თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, – აცხადებენ „გირჩში“.

უცნაური, შანტაჟის განცხადება, თუ პარლამენტში შესვლისთვის წვალება – ვინ როგორ გაიგო „გირჩის“ 7 პუნქტიანი გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g