LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გისურვებთ, თქვენი შვილების თვალებში ხედავდეთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღე ნანგრევებიდან ამოჰყავთ“ –  რუსი მსახიობი ალექსეი პანინი რუსეთში კოლეგებს მიმართავს

2918
aleqsei-panini

რუსი მსახიობი, ალექსეი პანინი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ისევ ღიად საუბრობს რუსული აგრესიის დამანგრეველ შედეგებზე უკრაინაში. მსახიობის თქმით, პირველად ხდება, რომ თეატრის დღე ასოცირდება სიკვდილთან და არა შემოქმედებასთან: „პუტინის მკვლელი ბრიგადები ბომბავენ დრამატულ თეატრს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან!

,,მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს რუსეთში, ვინც მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას, თქვენ არ იცით, რამდენ წელს იცხოვრებთ კიდევ, მაგრამ გისურვებთ, რომ ყოველდღე ხედავდეთ სიზმარში ამ გარდაცვლილ ადამიანებს და ეკითხებოდეთ თქვენს თავს, რატომ? გისურვებთ, თქვენი შვილების თვალებში ხედავდეთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღე ნანგრევებიდან ამოჰყავთ“ – ამბობს პანინი ვიდეომიმართვაში.

საინტერესოა, რომ ალექსეი პანინი ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, პუტინის მხარდამჭერთა სიაში იყო.

„ბოდიშს გიხდით, რომ პუტინის პროპაგანდის მჯეროდა, მაპატიეთ“ –  რუსი მსახიობი ალექსეი პანინი უკრაინელებს მიმართავს

ჟურნალისტები რუსულ პროპაგანდისტულ არხებს მასიურად ტოვებენ – დღეს ორმა წამყვანმა კორესპონდენტმა განცხადება დაწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g