LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

263
გიული დაკავება

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ კლინიკა „ვივამედთან“ მოხდა.

მოქალაქემ გიული ალასანიას შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

მამაკაცის შეჩერება გიული ალასანიას დაცვამ,  რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ფიზიკურში გადაიზარდა. რის შემდეგ მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები