LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა 

141
Untitled design (1)

22 სექტემბერს გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ამავე პარტიის წევრები ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ბუსკაძემ მიიღო.

მოსამართლემ მელია, კუპრავა და დოლიძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე

ცნობისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი – პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

გამომძიებელი: „ნიკა მელია საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს“

magti 5g