არსებული ინფორმაციით თბილისში, გლდანის რაიონში, საცხოვრებელ სახლში მკვლელობა მოხდა – მოკლულია მამაკაცი.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.