რამდენიმე ხნის წინ 29 წლის მომღერალი ნატალია იონოვა, რომელიც ”გლუკოზას” სახელითაა ცნობილი, გამოტყდა, რომ მისი სექსუალური სურათები დედამთილს ძალიან არ მოსწონს, თუმცა, ის არ წყვეტს მსგავსი ტიპის ფოტოების გამოქვეყნებას.
ამის დასტურია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, მან მალდივის კუნძულებზე გადაღებული სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის გამჭირვალე სამოსშია გამოწყობილი. ამ ფოტოს დახმარებით ქერათმიანმა ლამაზმანმა 18 ათასი მოწონება და 500-მდე კომენტარი მიიღო.